#30DayChallenge

“40პლიუსი”-ზე დღემდე ბევრი ადამიანი მწერს, საკუთარ გამოცდილებებზე და მიღწევებზე. ამ 2021 წელს კი სხვანაირად შევხედე საკუთარ თავზე ზრუნვის საკითხს და გთავაზობთ 30 დღიან “ჩელენჯს”.
1 დეკემბრიდან – 30 დეკემბრის ჩათვლით გავთავისუფლდეთ ზედმეტი ფიქრებისგან და კილოგრამებისგანაც. 2022 წელს უფრო ლამაზები, მშვიდები, დასვენებულები და გაახალგაზრდავებულები შევხდეთ. რა მოგვეთხოვება:
  1. დღეში 2 ლიტრი წყლის დალევა 19.00 საათამდე.
  2. NO SUGAR ❌ სრულიად უნდა ამოვიღოთ შაქარი.
  3. სრული 8 საათი ძილი.
  4. მეტი ხილ-ბოსტნეული – ვინც მარხულობს ისედაც არ გაუჭირდება – ვინც არა და ბოსტნეულის და ხილის სამ ულუფად გადანაწილება დღის მანძილზე. ხილი-ბოსტნეული, ბოსტნეული-ხილი. ნაკლები – ხორცი, ყველი და მძიმე რძის პროდუქტი.
  5. კვირაში 3 ან 4 ვარჯიშის სესია. ასევე ვარჯიში შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სიარულით.
  6. მედიტაცია, სუნთქვითი ვარჯიშები – დღეში ერთხელ დაახლოებით10 წუთი.
  7. აუცილებელია საკუთარი თავის განებივრება – იქნება ეს სახის კანის მოვლის პროცედურები (თუნდაც სახლის პირობებში) თუ რამოდენიმე მასაჟი, რომელიც ქალებს განსაკუთრებით გვიყვარს. მასაჟის დრო ვისაც არ გვექნება, სხვა რეკომენდაციებს გეტყვით.
  8. კვების რაციონიდან სრულად ვიღებთ შაქარს, ცომს, მავნე საკვებს, შემწვარ-მოხრაკულს – გადავდივართ ისეთ მსუბუქ საჭმელზე, როგორ მსუბუქათაც გვინდა ვიგრძნოთ თავი. ამ 30 დღიან პროგრამას გამორიცხულია მოჰყვეს რამე გართულება. რაც უფრო ჯანსაღად იკვებება ადამიანი, მით უფრო ამართლებს მისი ცხოვრების სტილს ნებისმიერი ექიმი. ასე რომ ეს არგუმეტი, რომ მე პური, ფუნთუშა, 2 კილო ყველი და 3 ფილა შოკოლადი თუ არ შევჭამე გული წამივა და ექიმი გამიბრაზდებაო, არ მიიღება. ბევრ ექიმთან მისაუბრია კვებაზე და არავინ ამართლებს შაქრის, ფქვილის და არასაჭირო ცხიმების მიღებას. არ ვიღებთ არაფერ მავნეს და თუ ძალიან გაგვიჭირდა – ცოტაოდენი თაფლი და შავი შოკოლადი შეგვიძლია მივიღოთ.
  9. არ დაგვავიწყდეს ინტერვალები – მე 16 საათიანს შევეჩვიე. მაგრამ 14 საათიანიც კარგია – მთავარია მოირგოთ ეს ინტერვალი.
აბა დავიწყეთ – ჩაინიშნეთ 1 დეკემბერი. ვისაც დაგაინტერესებთ ეს ინიციატივა, მოიწერეთ კომენტარებში. ახალ წელს სარკეში რომ ჩავიხედავთ, ჩვენი უკეთესი ვერსია დაგვხვდება იქ და ახალ 2022 წელსაც მეტი ხალისით შევხვდებით.
ჩემი ინსტა: