#40PLUS – დღე 16

რა უნდა ვიცოდეთ წყლის შესახებ…
რამდენიმე კვლევას გავეცანი, მიუხედავად იმისა, დანამდვილებით ვიცოდი წყლის მაგიური თვისებები – მაინც კიდევ ერთხელ გადავიმეორე და თქვენც გიზიარებთ რამდენიმე ოქროს წესს.
პირველი კითხვა რაც სულ მაწუხებს, არის რა რაოდენობის წყალი უნდა მივიღოთ დღეში?
აუცილებელი რაოდენობს ყოფილა 4-6 ჭიქის მიღება.
სამწუხაროდ ბევრი ჩვენგანი მაინც ვერ ახერხებს წყლის სმას საჭირო რაოდენობით, რადგან ან უბრალოდ არ გვახსენდება ან არ შეგვიძლია. წყურვილის ბრალიც ყოფილა – ხშირად ადამიანს უბრალოდ არ აქვს წყურვილის შეგრძნება.
არადა ზუსტად წყალი უწყობს ხელს ორგანიზმში ყველა სისტემის ფუნქციონირებას. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ანგარიშში ვკითხულობთ:
📌 წყალი ეხმარება უჯრედებს შეიწოვოს ჟანგბადი, მინერალები და ვიტამინები
📌 გამოჰყავს ბაქტერიები საშარდე ბუშტიდან
📌 ხელს უწყობს საკვების მონელებას
📌აწესრიგებს წნევას
📌 ასტაბილურებს გულისცემას
📌 სავალდებულოა სახსრების სწორი ფუნქციონირებისათვის
📌იცავს ორგანოებს დაზიანებისგან
📌 არეგულირებს ტემპერატურას ორგანიზმში
📌 ინარჩუნებს ელექტროლითების საჭირო ბალანსს
საკმარისი რაოდენობის სწორი სითხის მიღება გვეხმარება ორგანიზმს დატენიანებაში. დეჰიდრადაცია კი იწვევს სისუსტეს, დაბალ წნევას, თავბრუსხვევას, აფერხებს კუჭ-ნაწლავის სწორ ფუნქციონირებას…
გარდა ამისა წყალი გვეხმარება:
📌 გავზარდოთ ჩვენი ფიზიკური შესაძლებლობები, წყლის სწორი რაოდენობის სწორ დროს მიღება გვაძლევს მეტ ენერგიას.
📌 ეხმარება ჩვენს ტვინს ფუნქციონირებაში, გვიუჯობესებს მეხსიერებას და ასევე დადებითად მოქმედებს ჩვენს განწყობაზე.
📌 გვეხმარება წონის კლებაში, რადგან სწორი რაოდენობით სითხის მიღება ზრდის ჩვენს მეტაბოლიზმს.
📌 წყალი ძალიან უხდება ჩვენს კანს.
📌 ორგანიზმიდან გამოაქვს მავნე ნივთიერებები.
კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რაც ეხება წყალს. თითქმის ყველა კვლევა ადასტურებს, რომ აუცილებელია ფიზიკური დატვირთვისას მივიღოთ წყალი. ძალიან გთხოვთ ჰკითხეთ თქვენს ექიმებს და ასევე ფიტნეს ინსტრუქტორებს.
მე კი გირჩევთ მუდამ ატაროთ თან წყლის ბოთლი. დალიოთ და კვლავ შეავსოთ. მე პირადად მიყვარს ონკანის წყალიც, მაგრამ სჯობს პირდაპირ არ დავლიოთ, ცოტა ხანს გავაჩეროთ ქურჭელში და მერე მივიღოთ ოდნავ გამთბარი და დამდგარი. საერთოდ ცივი წყალი არ არის კარგი ჯანმრთელობისთვის.
ბედნიერ დღეს გისურვებთ 💌