#40PLUS – დღე 18

ძალიან მაინტერესებს როგორ მიდის 18 საათიანი ინტერვალური კვება თქვენსკენ, როგორი შედეგი გაქვთ? ჩემსკენ ნელა, მაგრამ სტაბილურად კლებისკენ და უკეთესი განწყობისკენ. 7-8 დღე წონა გაჯიუტდა, იმის ნაცვლად მომეკლო – დაკლებული 1 კილოგრამი უკან მივიმატე. მაგრამ ახლა განახლდა კლების პროცესი. ამ ყველაფერში ის მომენტი მომწონს ყველაზე მეტად, რომ ადამიანი მეტს და მეტს სთხოვ საკუთარ თავს. სისტემურობა და თვითდისციპლინა, კი ყველას გვიხდება – ნებისმიერ ასაკში.

დღეს ძილის მაგიურ ძალაზე სასაუბროდ ჩემი მეგობარი ლელა წულუკიძე მოვიწვიე მზიანი ქობულეთიდან. ლელა ინტერნეტით ჩართულია გაჯანსაღების პროგრამაში, ძალიან მოსწონს მისი ინსტრუქტორი და რაც მთავარია უჯერებს მას. ამიტომაც არაჩვეულებრივი შედეგი აქვს. ლელა ძილის მნიშვნელობაზე გვიყვება:

Lela Elene Tsulukidze
“გჯერათ ძილში გახდომის?
თქვენ წარმოიდგინეთ არც ისე ბევრია ასეთი, ვისაც ჯერა. ვის არ უოცნებია ღამით დაიძინოს და დილით გამხდარმა გაიღვიძოს, ჰოდა სასიამოვნო ინფორმაცია თქვენ: ჩვენი ორგანიზმი ძილში მართლაც წვავს ცხიმებს. ნუ, ახლა მთლად ასეც არაა, ღამით გემრიელად მივირთვათ და დილით კარგ ტანზე გავიღვიძოთ….. მაგრამ არის რაღაც ხერხები:
ახლა, კი სერიოზულად…
რა ხდება ძილში?
იმ დროს, როცა ღამით გვძინავს და ვისვენებთ მომდევნო დღის ენერგიის აღსადგენად, ჩვენი ორგანიზმი მუშაობს. მიმდინარეობს ქსოვილების რეგენერაციის პროცესი, უჯრედები სუფთავდება, შხამიანი ნივთიერებებისგან იფილტრება. ლიმფა აქტიურდება და შემაერთებელ ქსოვილს ტკიცავს. ყოველივე ამისთვის ბუნებრივია ჩვენს ორგანიზმს ესაჭიროება ენერგია. და ამ ენერგიას ჩვენდა გასახარად იღებს ცხიმებიდან. თუმცა ეს ყოველივე, რომ შეძლოს ორგანიზმს მინიმუმ 6-8 საათი ძილი ესაჭიროება. ასევე აუცილებელია ღამით ორგანიზმს შეუმცირდეს დატვირთვა საკვების გადამუშავებაზე.
ხშირად გაიგონებთ, რომ ვისაც წონაში დაკლება უნდა, არ უნდა ჭამოს საღამოს 6 საათის შემდეგ, არადა სწორედ საღამოს გვიძლიერდება შიმშილის გრძნობა და დიდი ნებისყოფის გამოჩენა გვჭირდება არ შევჭამოთ საჭმელი და ისე დავიძინოთ.
მიზეზი იმისა, რომ ადამიანს საღამოს უძლიერდება შიმშილის გრძნობა და დილით არ აწუხებს შიმშილი, არის ზრდის ჰორმონი..
ეს ჰორმონი პასუხს აგებს მთელი ღამის განმავლობაში ჩვენს მეტაბოლიზმზე, მისი მეშვეობით ხდება ორგანიზმის გაახალგაზრდავება, კანისა და კუნთოვანი ქსოვილის განახლება.
ზრდის ჰორმონი აქტიურად გამოიყოფა ღამის 11 საათიდან 3 საათამდე, ამიტომაა საჭირო დროულად დაძინება.
ვინც თვალყურს ადევნებს საკუთას შინაგან საათს, ის გაცილებით მალეც ხდება.
ასე რომ 11 ის შემდეგ სასურველია დავიძინოთ.”
დიდი მადლობა ლელას, ამ მეტად საჭირო ინფორმაციისთვის.
მე კი ჩემებურად სანდო წყაროებზე დაყრდნობით ჩამოვწერ, თუ რა სარგებლობა მოაქვს ჩვენთვის ძილს:
📌 სრულყოფილი ძილს დროს იწვის კალორიები
📌 სრულყოფილი ძილის დროს ჩვენი ორგანიზმი ნაკლებად მშიერია და ნაკლებ კალოერიბსაც ითხოვს შემდეგ დღეს
📌სრულყოფილი ძილი შეუცვლელია მეხსიერების კარგი ფუნქციონირებისათვის და კონცენტრაციისთვის
📌 სრულყოფილი ძილი გვაძლევს მეტ ენერგიას და შეგვიძლია უფრო ნაყოფიერად ვივარჯიშოთ
📌არასრულყოფილი და არასტაბილური ძილის დროს, იქმნება გულსისძარღვთა დაავადების საფრთხე
📌უძილობა საფრთხეს უქმნის ორგანიზმში გლუკოზის სტაბილურობას
📌 უძილობა პირდაპირ კავშირშია დეპრესიასთან
📌 უძილობა აქვეითებს იმუნიტეტს
📌სრულყოფილი ძილი ასევე პირდაპირ კავშირშია სილამაზესთან და სახის კანთან.
თურმე რა სასარგებლოა ძილი, რამდენი ფაქტორია – არადა ძალიან ხშირად, განსაკუთრებით დედებს არ გვაქვს სრულყოფილი ძილის საშუალება. მაგრამ კარგი იქნება თუ გავიაზრებთ, რომ ძილი ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და უაზროდ არ გავფლანგავთ იმ დროს, რაც ძილს ეკუთვნის. თუ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, კვირაში 4 ღამე მაინც ვიძინოთ სრულყოფილად.
აქვე მივაგენი ცხრილს, ასაკის მიხედვით ვის რამდენი ძილი გვეკუთვნის:
📌 სკოლის ასაკის ბავშვები – 6-13 წლის – 9-11 საათი
📌 თინეიჯერები – 14-17 წლის – 8-10 საათი
📌 ახალგაზრდები – 18-25 წლის – 7-9 საათი
📌 ზრდასრულები – 26-64 წლის – 7-9 საათი
📌65+ – 7-8 საათი
ამ კვლევას sleepfoundation აქვეყნებს და ის ახალ ცხოვრების სტილზე არის მორგებული ძველისგან განსხვავებით.
ასე რომ ვიფიქროთ ძილის მნიშვნელობაზე და როცა გვაქვს ამის ფუფუნება, დავიძინოთ შედარებით ადრე.
ბედნიერ დღეს გისურვებთ 💌