#40PLUS – დღე 20

სიჩუმე ოქროაო, ხომ გაგიგიათ…
ხანდახან უბრალოდ გავიღვიძებ და ვერაფერს ამბობ. ეგებ ხან სიჩუმე სჯობს.
ამბობენ – სიჩუმეში ბედნიერად ყოფნა ვისთანაც შეგვიძლია, ის არისო ჩვენი მონათესავე სული. შეიძლება უხასიათობის ბრალიც იყოს, არის დღეები ყველაფრის ენთუზიაზმი გვეცლება – არც ლაპარაკი გვინდა, არც მოძრაობა, არც არავის ნახვა, არც გარეთ გასვლა. მითუმეტეს კვებაზე და გალამაზებაზე ფიქრი… მინდა გითხრათ ესეც სრულებით ნორმალური მოვლენაა, რადგან ადამიანები ვართ, გვაქვს უფლება დავსევდიანდეთ კიდეც…
მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ცუდი ხასიათი და მოდეპრესიო ფიქრები გვჯობნის – ზუსტად მაშინ უნდა ვეცადოთ არ გავტეხოთ დადებული პირობა და არ დავარღვიოთ ჩვენი რეჟიმი. ნაკლები ვიკვებოთ, მეტი ვიაროთ ან ვივარჯიშოთ, შევინარჩუნოთ მოტივაცია – რადგან ეს უხასიათობაც მალე გაივლის და ჩვენ შემწვარ-მოხრაკულები, ფენა-ფენა ჩადგმული ხაჭაპურები და ნაირ-ნაირი ნამცხვრები კი არა – ისევ ჩვენი არჩევანი გაგვახარებს, სიტყვა რომელიც არ გავტეხეთ.
ბედნიერი შაბათ-კვირა 💌