#40PLUS – დღე 22

ამ ციტატას მრავალი მხრიდან ვუყურებ ბევრი წელია და ჩემთვის ეს 4 სიტყვა ასობით გვერდის სათქმელს ამბობს.
შიმშილში რა თქმა უნდა საკვებს არ გულისხმობდა ჯობსი, არამედ შიმშილს სწავლის, შრომის და განვითარების მიმართ.
გამძღარ და თვითკმაყოფილ ადამიანებს, გაცილებით ნაკლების კეთების სურვილი აქვთ, მე სულ ასე მგონია.
სხვათა შორის 40 საათიანი შიმშილის ინტერვალი ზუსტად ახლა გავტეხე, თავს ჩიტივით ვგრძნობ. ნახევარი გზა – 3 კვირა ჩავლილია. დაგვრჩა კიდევ სამი კვირა 1 მარტამდე. დღეიდან კვირაში ორჯერ შეგახსენებთ თავს ჩემი ბლოგით.
ბედნიერ და საინტერესო კვირას გისურვებთ 💌