სელის თესლის ჯადოსნური და მაკურნებელი 3 რეცეპტი ნატა გაგუასგან

კოვიდპანდემიის გამო ჩვენი ყოველდღიურობა რადიკალურად შეიცვალა. ამ ყველაფერმა გამოიწვია შფოთვა, უიმედობის განცდა… ასეთ დროს ადამიანთა უმეტესობა სიმშვიდეს საკვებში პოულობს, რაც ყოველდღიურ ჩვევაში გადადის. ამის გამო კი, ცხიმის ხარჯზე, იოლად იმატებს წონაში. სიმსუქნე სხვადასხვა დაავადებების გამომწვევია. როდესაც შფოთვის ფონზე მადა გიძლიერდებათ ყოველთვის უნდა გააცნობიეროთ, რომ ეს არ არის ნამდვილი შიმშილი: გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიში 5 წუთი, დალიეთ წყალი ან 10-15 წუთი ენერგიულად იმოძრავეთ, ან მიიღეთ კონტრასტული შხაპი. შეგიძლიათ, დაურეკეთ მეგობარს და მოუყვეთ, რას გრძნობთ, რა ემოცია გმართავთ ან, თუ ძაღლი გყავთ, გაიყვანეთ სასეირნოდ, ეთამაშეთ მას. მთავარია, გამოხატოთ ემოცია. ემოციის გამოხატვის ალტერნატივა უამრავია. პირველად გაგიჭირდებათ, მაგრამ მალე მიხვდებით, რომ ეს მარტივი ჩვევები ძალიან დაგეხმარებათ უმართავი მადის მართვაში.

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობასა და სასურველ წონაზე ყოფნას, გაბედეთ კარგად ყოფნა ეს მოგიტანთ სიმშვიდეს და დადებით ენერგიას.

დღეს მინდა გაგიზიაროთ  სამი მარტივი რეცეპტი. სელის თესლისგან და ფქვილისგან მომზადებული კისელი, რომელიც 10 დღე უნდა მიიღოთ (კურსი 10 დღიანია, გამეორება შეიძლება 3 თვეში ერთხელ).

შედეგი დიდხანს არ დააყოვნებს, თავს უკეთ იგრძნობთ და ეს თქვენს გარეგნობაზე აისახება.

სასარგებლოა:

  • წონაში კლებისთვის;
  • ყაბზობის დროს;
  • რევმატიზმის დროს;
  • სისხლძარღვებისთვის;
  • აქვს ანტიჰელმინტური თვისებები;
  • სასარგებლოა ქალების ჯანმრთელობისთვის, შეიცავს ფიტოესტროგრნებს;
  • კარგია ჰიპერტონიის, ტრომბოფლებიტის პროფილაქტიკის დროს;
  • კარგია კანისთვის;
  • ზოგადად იმუნიტეტისთვის;

სელის თესლი შეიცავს შემდეგ ვიტამინებ: B2, B3, B4, B5, B6, B9, D, E. ასევე მასში შედის მიკრო და მაკროელემენტები: კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, მანგანუმი, სპილენძი, ქრომი, სელენი, ალუმინი, ნიკელი, იოდი, ბორი და თუთია, მდიდარია ომეგა 3, სელენით.

სელის თესლისგან მომზადებული კისელი (სამი მარტივი რეცეპტი).

 

მომზადების წესი:

სელის თესლი 50 გრ;

წყალი 600 მლ;

ადუღეთ 20 წუთი ნელ ცეცხლზე, მიღებული მასა 1 საათის შემდეგ გაწურეთ საწურში, შეგიძლიათ დაამატოთ 1 ჩაის კოვზი თაფლი. მიღებული სითხე გაყავით 3 თანაბარ ნაწილად და მიიღეთ  დღეში სამჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

 

მომზადების წესი:

სელის ფქვილი  30 გრ;

წყალი 500 მლ;

ადუღების დროს ხის კოვზით ხშირად მოურიეთ. მიიღეთ 150 მლ.

 

მომზადების წესი:

1 სუფრის კოვზი სელის თესლი;

1 სუფრის კოვზი სელის ფქვილი;

300 მლ ცხელი, ანადუღარი წყალი;

1 სუფრის კოვზ სელის თესლს დაასხით ცხელი წყალი (მდუღარე არ უნდა იყოს) დატოვეთ 8-10 საათი თავდახურულ ჭურჭელში ან თერმოსში, შემდეგ გაწურეთ საწურში.

დაამატეთ 1 სუფრის კოვზი სელის ფქვილი და კარგად მოურიეთ (უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა). მიიღეთ დღეში სამჯერ 100 მლ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

 

სელის თესლის უკუჩვენებები

ცუდია მისი გადაჭარბებული რაოდენობით მიღება.

სიფრთხილით მიიღება სელის თესლი:

  • ორსულობის და ლაქტაციის დროს;
  • პოლიკისტოზის, ენდომეტრიტის და საშვილოსნოს ფიბრომის დროს;
  • თუ გაქვთ კენჭები ნაღვლის ბუშტში  და თირკმელებში;
  • თუ გაქვთ ინდივიდუალური აუტანლობა.

ამ შემთხვევებში  მიმართეთ თქვენს ექიმს და გაიარეთ კონსულტაცია.