You are what you eat…

მას მერე, რაც პატარა ცვლილება შევიტანე ჩემი კვების კულტურაში და ამ თემას მეტად ჩავუღრმავდი, აღმოვაჩინე უამრავი საინტერესო დეტალი, რაზეც აქამდე ან არ მიფიქრია ან ამ ყველაფრის არსებობაც კი არ ვიცოდი.
ყველაზე კარგი კი ის არის, რომ ორი თვის შემდეგ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ინტერვალური კვება არა თუ ამართლებს და კარგია, არამედ სავარაუდოდ უმეტეს შემთხვევაში ერთადერთი სწორი კვების რეჟიმი და კულტურაა. რადგან საათების შემცირება ისეთ დადებით პროცესებს ასტიმულირებს ორგანიზმში, რომ ეს გარეგნულადაც კი ადვილი დასანახი ხდება.
პატარა “update”-ს გავაკეთებ როგორ მიდის ჩემი წამოწყება. 2 თვეა არ დამირღვევია ინტერვალი, არცერთხელ. თუ მომიწია გვიან ჭამა, მეორე დღეს თავისუფლად ვძლებ და ველოდები ჩემს საათს უპრობლემოდ. ამ სისტემაში მთავარი რადგან დროა, დროს შეუძლია თავისუფლად გვაკონტროლოს და პირიქით, ჩვენც ვაკონტროლოთ დრო. ამიტომაც არის მარტივი, გაქვს შენი დროის არეალი და ამ არეალში ტრიალებ, როგორც გინდა.
ეს გამოთქმაც შევითვისე და შევიყვარე. ხშირად გამიგია, “ხარ ის, რასაც ჭამ”… ამ თითქოს მარტივ ფრაზაში რამდენიმე რთული მომენტი იმალება. თავისთავად, გამოთქმას ბევრი კავშირი კვებასთან არ აქვს და აქ უფრო სულიერი მომენტია მნიშვნელოვანი…. მაგრამ სწორი კვების წახალისება დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ სწორად იკვებები, ხარ კარგად. თუ მავნე კვებას ეტანები – ნაკლებად კარგად გრძნობ თავს. და მართლა ასეა. 6 საათიანი ინტერვალის დროს ვასწრებ მივიღო ყველა ის საჭირო ნივთიერება, რაც ორგანიზმისთვის აუცილებელია. თავს კარგად ვგძნობ, მალსუბუქად და ენერგიულად. მეტი კვება არაფერში მჭირდება, დანარჩენ დროს გაცილებით მეტი საინტერესო რაღაცის კეთება შეგვიძლია თურმე…
თქვენ როგორ ხართ? როგორ მიდის ინტერვლური კვება?